ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა იყოს სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო ევროპაში, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.
მისივე თქმით,ვილნიუსის სამიტზე მოხდება შეთანხმება მრავალწლიან პროგრამაზე, რაც დაეხმარება უკრაინას, რომ გახდეს ნატოსთან სრულად თავსებადი ქვეყანა.
„ნატოსთვის მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. სამიტზე ველოდები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ ახალ განცხადებებს, ჩვენ ასევე შევთანხმდებით მრავალწლიან პროგრამაზე, რათა დავეხმაროთ უკრაინას და უკრაინა ნატოსთან სრული თავსებადი იყოს. ასე რომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა იყოს სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო ევროპაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press