ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ) "მთავარი არხის" დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მიანიჭა.
როგორც ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის პრეზიდენტმა, ჯოდი გინსბერგმა განაცხადა, პრესაზე თავდასხმები იზრდება, თუმცა ჟურნალისტები განაგრძობენ აქტიურობას და სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების გაშუქებას.
"პრესაზე თავდასხმები იზრდება, თუმცა ჟურნალისტები განაგრძობენ აქტიურობას და სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების გაშუქებას, რომლებიც ყველას ძალას გვმატებს. ჩვენთვის პატივია, რომ ამ წლის გამარჯვებულები ვაღიაროთ: შესანიშნავი რეპორტიორები, ვინც, მათი გაჩუმებისთვის მნიშვნელოვანი ძალისხმევის მიუხედავად, დაუღალავად მუშაობენ, რათა გამოავლინონ კორუფცია, ძალადობა და არასწორი ქმედებები", - განაცხადა CPJ-ის პრეზიდენტმა ჯოდი გინსბერგმა.
ცნობისთვის, ნიკა გვარამია პირველი ქართველი ჟურნალისტია, რომელმაც პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press