ევროპელი სოციალისტების პარტიამ [PES] თავმჯდომარეების დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს მმართველ პარტიასთან ყველანაირი ურთიერთობის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე.
ევროპელ სოციალისტების პარტია შეთანხმდა, რომ "ქართული ოცნების" წევრების ქმედებები და პოზიციები PES-ის ღირებულებებთან ძალიან შორსაა.
"PES-ის ლიდერებმა თავმჯდომარეებს შესთავაზეს, რომ PES-მა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველანაირი ურთიერთობა ქართულ ოცნებასთან, რაც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. PES-ის თავმჯდომარეობის წევრებმა ეს გადაწყვეტილება ერთხმად დაამტკიცეს" - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ” PES-ის დატოვების შესახებ განცხადება გარიცხვამდე, 11 მაისს გააკეთა.
გადაწყვეტილების მიზეზი კი ის შეფასებები გახდა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში გამოსვლას მოჰყვა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press