საქართველოს პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. აღნიშნული ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
პრესსამსახურის ცნობით, შეზღუდვის მიზანი დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვაა.
"30 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა აკრედიტებული საპარლამენტო მედიის წარმომადგენლებისა.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, დღეს, 30 ივნისს პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან. მთავრობის მეთაური კანონმდებლების წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press