Foto

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი დღეს, 30 ივნისს ვიზიტით ეწვევა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი  ასევე შეხვდება მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს.

"დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან და იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან.

ვიზიტის ფარგლებში, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და წეროვანის დევნილთა დასახლებას.

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მიიღებს",- ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.