საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი დღეს, 30 ივნისს ვიზიტით ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.
მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ასევე შეხვდება მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს.
"დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან და იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან.
ვიზიტის ფარგლებში, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და წეროვანის დევნილთა დასახლებას.
ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მიიღებს",- ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press