საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში, პოლიციის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობის შემდეგ, მესამე ღამეა, საპროტესტო აქციები იმართება.
CNN-ის ცნობით, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებებია პარიზში, ბორდოში, ლიონში, რუბეში, მარსელსა და ლილიში.
როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯერალდ დარმანინმა განაცხადა, პროტესტის დაწყებიდან დღემდე, 600-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.
ცნობისთვის, საფრანგეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სამშაბათს, ნანტერში 17 წლის მოზარდი ორმა პოლიციელმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა.
გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ერთ-ერთ პოლიციელი 17 წლის ნაჰელს იარაღს უმიზნებს. გასროლის შედეგად მოზარდი ადგილზე დაიღუპა. პოლიციელი, რომელმაც მოზარდს ესროლა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press