ადამიანმა შეგნებულად საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ, არ ეყო ელემენტარული ღირსება და ვაჟკაცობა, რომ წამოსულიყო, ეყიდა ბილეთი და ჩამოსულიყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ლაჩრულად, მზაკვრული გეგმით შემოვიდა, რომ ქვეყანაში მომხდარიყო "სისხლის ღვრა და გადატრიალება".
"ადამიანმა შეგნებულად საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ, არ ეყო ელემენტარული ღირსება და ვაჟკაცობა, რომ წამოსულიყო, ეყიდა ბილეთი და ჩამოსულიყო თუ მართლა აპირებდა რამეს, მაგრამ არა ლაჩრულად შემოვიდა, ისე როგორც მოიქცა ლაჩრულად აგვისტოს ომის დროს, როდესაც გარბოდა, ასევე ლაჩრულად შემოიპარა მზაკვრული გეგმით, რომ აქ მომხდარიყო სისხლის ღვრა, გადატრიალება და თავისი ილუზიებში ეგონა, რომ დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press