ჩვენს კოლეგებს, პარტნიორებს გავუზიარეთ ინფორმაცია, რომ 1 300- მდე შემთხვევა გვაქვს იდენტიფიცირებული, რომ სწორედ მათი ქვეყნებიდან მოდიოდა სანქცირებული პროდუქცია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, "საქართველო აქეთ ეხმარება ევროპელ მეგობრებს, რომ არ მოხდეს სანქცირებული პროდუქციის უკანონო რეალიზაცია".
„ომის დაწყების დღიდან დღემდე სრულ ინფორმაციას ვუზიარებდით ჩვენს ევროპელ კოლეგებს. მე მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც ე.წ. ფინანსური სანქციები იქნა დაწესებული, შემოღებული და შეზღუდვები გარკვეულ პროდუქციასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია იყო ცხადი იმთავითვე. ჩვენ ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი და აქ სანქცირებული კომპანიები და ინდივიდები ვერ განახორციელებენ არასანქცირებულ ტრანზაქციებს, მათ შორის არასანქცირებული პროდუქციის გავლა არ მოხდება ჩვენი ქვეყნის ჩართულობით და ჩვენი ქვეყნის გავლით. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია, ჩვენი ნათქვამი დადასტურდა ჩვენს მიერ განხორციელებულ საკმაოდ ეფექტურ ქმედებებში და საზოგადოებამ მოისმინა მათ მიერ გაკეთებული შეფასებები. მათ თქვეს, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტიან კონტროლს ახორციელებს შექმნილია ეფექტური სისტემა, რომელიც მინიმუმამდე აზღვევს აი ამ რისკებს.
ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ჩვენს კოლეგებს, პარტნიორებს გავუზიარეთ ინფორმაცია, რომ 1 300- მდე შემთხვევა გვაქვს იდენტიფიცირებული, ფინანსთა სამინისტროს. ჩვენ ვაცნობეთ ევროპელ კოლეგებს, ევროპელ სახელმწიფოებს, რომ სწორედ მათი ქვეყნებიდან მოდიოდა ეს სანქცირებული პროდუქცია. ჩვენ აქეთ ვეხმარებით ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომ არ მოხდეს სანქცირებული პროდუქციის უკანონო რეალიზაცია და გადაზიდვები. ასე რომ, ჩვენ ამ პროცესში ვართ აბსოლუტურად პირნათელი, არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ გვაქვს. ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი გაცემული. ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე და პირნათელი. არც ერთი ფაქტი, მეგობრებო, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არ იქნა წარმოდგენილი ჩვენს მიმართ, რომ საქართველო ვინმეს რაიმე სანქციის გვერდის არიდებაში დაეხმარა. არც ერთი ფაქტი",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press