არ მაინტერესებს არავის თმის ფერი, არც მისი ორიენტაცია და არც არაფერი საერთოდ. ყველა ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, პოლიციაზე ხელის აღმართვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვაა.
„არ მაინტერესებს არავის თმის ფერი, არც მისი ორიენტაცია და არც არაფერი საერთოდ. ყველა ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო. ეს დაიმახსოვრეთ ყველამ.
გამოვიდა პოლიციას პირდაპირ მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ცოცხლად დაწვა კაცი, ვიღაც ბინძურმა, არ მაინტერესებს, ვინ არის. მე აქ ვიქნები აბსოლუტურად შეუვალი და უკომპრომისო და მსგავს რამეს არავის ვაპატიებთ, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვა. ახლა გამოვიდნენ და დაიცვან. რატომ არ იცავენ? რატომ არ გამოჰყავთ ციხიდან? ვერავინ ვერ გამოიყვანენ და ვერავინ ვერ აპატიებს ამ მძიმე დანაშაულს, ვინც აღმართავს პოლიციაზე ხელს.
აქ რამდენჯერმე გამოვიდნენ სხვები და თქვეს, რომ სატანისტები ეძახე ახალგაზრდებსო. ეს არის დიდი ტყუილი. მე ვთქვი შემდეგი რამ და ამაზე პასუხისმგებელი ვარ. დავაკვირდით და ვნახეთ, რომ გაურკვეველი ფორმები ეცვათ და ჩვენვე დავინტერესდით ვინ იყვნენ ეს ადამიანები, თურმე არსებობს ე.წ. სექტები და ტვინარეული, გზააბნეული ერის შვილები დავარქვათ ასე მაინცდამაინც მარტივად რომ გითხრათ. ეს ახალგაზრდაც შეიძლება ამ ანარქისტების ჯგუფის წევრი იყო. ეს ჯგუფიც დიდი ალბათობით არიან შეცდენილები - გამოიყენეს და ჩარჩნენ ციხეში",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press