სეთი უტიფარი ხალხი მგონი მათ სათაყვანებელ რუსეთშიც აღარ დარჩა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას, სადაც საუბარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იყო საუბარი.
მიხეილ სააკაშვილი მმართველ პარტიას რიტორიკულ კითხვას უსვამს, თუ ყველაფერი წესრიგშია რატომ მოხდა მისი სასამართლოდან ჩახსნა და რატომ არ უშვებენ მასთან ევროკავშირის სამედიცინო მისიის წარმომადგენლებს.
"თავხედობასაც აქვს თავისი საზღვარი.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რომ წუხდა, ამაზე მოგვიხადოს ევროპამ ბოდიშიო, კი მაგრამ თუ ყველაფერი წესრიგშია სასამართლოებიდან რატომ ჩამხსენით? რათა ხალხმა არ ნახოს რა მდგომარეობამდე მიმიყვანეთ და ასევე ეს არ ნახოს საერთაშორისო თანამეგობრობამ.
და რატომ არ უშვებთ ჩემთან უკვე 4 თვეა ევროკავშირის სამედიცინო მისიას სხვადასხვა მოგონილი მიზეზებით და არ უშვებთ არცერთ ქართველ და უცხოელ დეპუტატს.
ასეთი უტიფარი ხალხი მგონი მათ სათაყვანებელ რუსეთშიც აღარ დარჩა.
მაინც დაგამარცხებთ!", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press