თქვენ ჩვენი შვილების მომავლისთვის გინდათ საბჭოთა კავშირი, სადაც იჩაგრებიან ადამიანები, და საკუთარი შვილისთვის გინდათ უმაღლესი საუკეთესო განათლება აშშ-ში, - ასე გამოეხმაურა ხათუნა სამნიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გაკეთებულ იმ განცხადებებს, სადაც საუბარი პროპაგანდას შეეხებოდა.
როგორც სამნიძემ აღნიშნა, ოჯახის ფასეულობები და ღირებულებები თანასწორობა და ჩაგრულის დაცვაა.
“მე ვიცავ ოჯახის ფასეულობებსა და ქართულ ღირებულებებს, რაც არის თანასწორობა და ჩაგრულის დაცვა. და პროპაგანდა, ნებისმიერი სახით, არის ბოროტება. და რასაც თქვენ დღეს აქ აკეთებდით, ეს არის პროპაგანდა. პროპაგანდა თუ სადმე არის და ჩვენ გეკითხებით სად, უნდა დაასახლოთ ეს ადგილები. ასე ჰაერზე ლაპარაკი, არის პროპაგანდა, ტყუილიც, რადგან თქვენ თავად სწავლობდით საფრანგეთში და თქვენს შვილს ამერიკაში აგზავნით, რადგანაც ძალიან კარგად იცით, რომ უმაღლესი ხარისხის განათლებას მიიღებს. რასაც პოლიტიკაში ვსაუბრობთ და მაღალი ტრიბუნიდან, ისევე უნდა ვცხოვრობდეთ. მე რისიც მჯერა, თანასწორობის, ამას ვასწავლი ჩემს შვილს. თქვენ ჩვენი შვილების მომავლისთვის გინდათ საბჭოთა კავშირი, სადაც იჩაგრებიან ადამიანები, და საკუთარი შვილისთვის გინდათ უმაღლესი საუკეთესო განათლება აშშ-ში. ეს არის ფარისევლობა და პროპაგანდა, მეტი არაფერი”, - განაცხადა სამნიძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press