იმედი მაქვს, საქართველოს მთავრობა შეფასებებს გაითვალისწინებს და შემოდგომაზე, როცა ევროკომისია ამას შეაფასებს, ყველა რეკომენდაცია შესრულებული იქნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნების სავსე და ეკონომიკურად ერთ-ერთი ძლიერი ბლოკია, რომელთან დაახლოებითაც საქართველო მომგებიან მდგომარეობაში იქნება.
„ევროკავშირიდან ვარ და ვისურვებდი, საქართველო იქ მენახა. ეს უკეთესობისკენ არის. ვფიქრობ, წევრობისკენ გზაც ძალიან გონივრულია, რადგან ევროკავშირი სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნებით სავსე და ეკონომიკურად ერთ-ერთი ძლიერი ბლოკია. ასე რომ, ერთმანეთთან დაახლოება მხოლოდ მომგებიანი მდგომარეობაა საქართველოსთვის, მხოლოდ გზაც კი ძალიან სასარგებლოა“, - აღნიშნა გრეგოროვამ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press