რუსული საოკუპაციო ძალების დანაყოფებში დეზერტირების რაოდენობა იზრდება, სულ უფრო მეტი ჯარისკაცი ტოვებს თავის საბრძოლო პოზიციას საკუთარი სურვილით. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ზაპორიჟიეს ოლქში 50-მდე დაღესტნელმა უარი თქვა რუსული არმიის რიგებში ბრძოლაზე და გაანადგურა რუსული იარაღი.
"უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული წარმატებული სამხედრო ოპერაციების და რუსეთის მნიშვნელოვანი საკადრო დანაკარგების ფონზე, რუსული საოკუპაციო ძალების დანაყოფებში დეზერტირების რაოდენობა იზრდება, სულ უფრო მეტი ჯარისკაცი ტოვებს თავის საბრძოლო პოზიციას საკუთარი სურვილით. მაგალითად ზაპოროჟიეს ოლქის დოროჟნიანკას რაიონში, კასპიის ფლოტილის 50-მდე ეთნიკური დაღესტნელი სამხედრო მოსამსახურემ უარი თქვა საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე" - წერია უწყების განცხადებაში
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press