დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში მიიწვია. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია РИА Новости ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი აფხაზური მხარის ინიციატივით შედგა, სადაც საუბარი აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დასახული გეგმების რეალიზებას შეეხო.
ამასთან ერთად, ასლან ბჟანიამ რუსეთის ხელისუფლებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
"საუბრის დროს აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების საკითხები განიხილეს. თავის მხრივ, ასლან ბჟანიამ მხარი დაუჭირა რუსეთის ხელმძღვანელობის მოქმედებებს, რომლებიც ქვეყანაში კანონიერებასა და საკონსტიტუციო წესრიგის, მოქალაქეთა უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე იყო მიმართული", - ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press