Foto

ლუკაშენკომ „ვაგნერის“ ჯარისკაცები ბელარუსში, თავისი სამხედროების გადასამზადებლად მიიწვია

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” დაქირავებული ჯარისკაცები თავისი სამხედროების გადასამზადებლად ბელარუსში მიიწვია. ამის შესახებ ლუკაშენკომ ბელარუსის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის კარგად იცნობს “ვაგნერის” სამხედროებს, აქედან გამომდინარე მათ ენდობა.

"სამწუხაროდ, ისინი [ვაგნერელები] აქ არ არიან, და თუ მათი ინსტრუქტორები, როგორც უკვე მათ ვუთხარი, მოვლენ და გადმოგვცემენ საბრძოლო გამოცდილებას, ჩვენ მივიღებთ ამ გამოცდილებას”, - განაცხადა ლუკაშენკომ.