სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას არასდროს არ ესმის პრეზიდენტის სწორი რჩევები. ჩვენ გავიგეთ და დღეს დასანქცირებულია ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” და მისი მფლობელი, - ამის შესახებ უკრაინელმა პოლიტიკოსმა და პარტია ''ხალხის მსახურის'' ლიდერმა დავით არახამიამ განაცხადა.
არახამიამ საქართველოს პრეზიდენტის აპარატსა და უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს დროული რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.
''რუსეთის ფედერაციასთან ფრენების აღდგენას ბოიკოტი გამოუცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას არასდროს არ ესმის პრეზიდენტის სწორი რჩევები. ჩვენ გავიგეთ და დღეს დასანქცირებულია ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” და მისი მფლობელი.
მადლობა ქ-ონ სალომეს და პრეზიდენტის აპარატს მადლობა უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს დროული რეაგირებისთვის'', - წერს დავით არახამია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, უკრაინამ ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-სა და მის დამფუძნებელ, თამაზ გაიაშვილს სანქციები დაუწესა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press