საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს, 3 ივლისს ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 24-ვე საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი, საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ, უფრო კონკრეტულად კი, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული განრიგი ასე გამოიყურება:
ქართული ენა და ლიტერატურა:
3 ივლისი (პირველი და მეორე სესია); 4 ივლისი (პირველი და მეორე სესია); 5 ივლისი (პირველი სესია); 3 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა;
მათემატიკა
7 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
უცხოური ენა
10 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა; 11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა; 12 ივლისი (პირველი სესია) – ინგლისური ენა; 12 ივლისი (მეორე სესია) - რუსული ენა; 12 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა; 12 ივლისი (მეორე სესია) - გერმანული ენა;
ბიოლოგია
14 ივლისი (პირველი სესია);
ისტორია
17 ივლისი (პირველი და მეორე სესია); 18 ივლისი (პირველი სესია);
ზოგადი უნარები (სომხურად)
18 ივლისი (მეორე სესია);
ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულად)
გეოგრაფია
19 ივლისი (მეორე სესია);
ქიმია
20 ივლისი (მეორე სესია);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
სამოქალაქო განათლება
21 ივლისი (მეორე სესია);
ლიტერატურა
25 ივლისი (პირველი სესია);
ფიზიკა
26 ივლისი (პირველი სესია).
სტუდენტთა საგრანტო კონკურსი
12 ივლისი (მეორე სესია).
საერთო სამაგისტრო გამოცდა
27 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა; 28 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.
საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა:
6 ივლისი (პირველი სესია)
ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური); ისტორია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური); ქიმია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური); ბიოლოგია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
6 ივლისი (მეორე სესია)
მათემატიკა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური); გეოგრაფია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური); ფიზიკა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
13 ივლისი (პირველი სესია)
სამოქალაქო განათლება (საბაზო ან / და საშუალო საფეხური); მუსიკა; სპორტი;
14 ივლისი (პირველი სესია) უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა;
19 ივლისი (პირველი სესია)
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV); ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური); მათემატიკა (დაწყებითი საფეხური); ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
19 ივლისი (მეორე სესია)
აზერბაიჯანული ენა; სომხური ენა;
20 ივლისი (პირველი სესია)
ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი; გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი; ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი; რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი; ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათის) (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი; კომპიუტერული ტექნოლოგიები - წერითი ნაწილი;
21 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
კომპიუტერული ტექნოლოგიები - პრაქტიკული ნაწილი;
24 ივლისი
ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი; რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი; გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი; ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი; ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათის) (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი.
ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით ასე გამოიყურება: ისტორია აირჩია 22 200-მდე აბიტურიენტმა; მათემატიკა - 15 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ბიოლოგია - 3 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ქიმია - 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა; გეოგრაფია - 2 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ფიზიკა - 700-მდე აბიტურიენტმა; ლიტერატურა - 1 300-მდე აბიტურიენტმა; სამოქალაქო განათლება - 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება კი 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.
რაც შეეხება საგამოცდო ცენტრებსა და რეგისტრაციის დროს, რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ზუსტად 08:00 საათზე, ხოლო გამოცდა 09:00 საათზე იწყება. მეორე სესიაზე რეგისტრაციის დაწყების დროა 14:00 საათი, გამოცდისა კი - 15:00 საათი. საგამოცდო ცენტრები თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში ფუნქციონირებს. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი ამბროლაურშიც გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის გამოცდებისათვის საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოიყო დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული ტარიფით. საგამოცდო დღეებში დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი 06:00 საათიდან 20:00 საათამდე მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში შემდეგ მარშრუტებზე მოძრაობს: მეტრო „ახმეტელიდან“ მუხიანის დასახლების მიმართულებით №175 სკოლამდე; მეტრო „ახმეტელიდან“ გლდანის მიმართულებით №191, №177 და №39 სკოლებამდე; მეტრო „ვარკეთილიდან” №117 სკოლამდე; მეტრო „სამგორის“ ზედა ამოსასვლელიდან №103 საჯარო სკოლამდე.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press