ისრაელის ძალებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ჯენინის ბანაკზე სამხედრო ოპერაციის განხორციელება დაიწყეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, წუხელ ჯენინის ერთ-ერთ ბინაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. თელ-ავივში განმარტავენ, რომ აღნიშნული ბინა ჯენინის ბრიგადების სამეთაურო პუნქტად გამოიყენება.
პალესტინის ჯანდაცვის უწყების ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაღუპულია 5 და დაშავებულია 30 ადამიანი.
თავად ისრაელი კი ამბობს, რომ სულ მცირე, 7 მებრძოლი მოკლეს.
როგორც BBC წერს, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის სამხედრო ოპერაცია, ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია.
აღსანიშნავია, რომ 1950-იან წლებში მოწყობილ ჯენინის ბანაკში 14 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press