საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლია.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დღეს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა, რომელიც პარლამენტმა არ გაითვალისწინა.
პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა კანონის პირვანდელ ვერსიას მხარი 78 ხმით დაუჭირეს.
შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და საკანონმდებლო ორგანისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ცვლილებები, რომელიც აღნიშნულს ითვალისწინებს და რომელთა ინიციატორებიც "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან, „საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შედის.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press