დღეს კიდევ ერთხელ იხილა საქართველოს მოსახლეობამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ტერორისტი პუტინის დავალებით ამყოფებს ტყვეობაში, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს.
ხაბეიშვილმა პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილს მოუწოდა, რომ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება მისცეს.
“დღეს კიდევ ერთხელ იხილა საქართველოს მოსახლეობამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ტერორისტი პუტინის დავალებით ამყოფებს ტყვეობაში, ასევე ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვითხოვთ ევროკავშირის მისიის შესვლას პრეზიდენტ სააკაშვილთან ,ვგულისხმობ პოლონელ ექიმებს და რამდენიმე თვეა სისხლის სამართლის დამნაშავე რატი ბრეგაძე, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, უარს ამბობს და არ აძლევს შესაძლებლობას ევროკავშირის მისიას, პოლონელ ექიმებს, რომ შევიდნენ მიხეილ სააკაშვილთან და გამოიკვლიონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ცხადია ჩართონ მკურნალობის პროცესში. ასევე მეორე საკითხი, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდება, ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ და დღეს კიდევ ერთხელ ვითხოვთ საქართველოს ე.წ. თავმჯდომარისგან პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის არ შეშლას. პარლამენტის წევრებს უკვე რამდენიმე თევა არ გვეძლევა შესაძლებლობა მოვინახულოთ პრეზიდენტ სააკაშვილი და დღეს კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვითხოვთ უფლების განხორციელების შესაძლებლობას, რომ უფლება გვქონდეს პარლამენტის წევრებს პრეზიდენტი სააკაშვილის მონახულების“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press