ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლოს გამოეხმაურა.
როგორც აუსტრევიჩუსმა აღნიშნა, საქართველო პატრიოტ მოქალაქეებსა და საკუთარ ოცნებას კარგავს
"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო მოსმენაზე დღეს. ამ სერიოზულად დაავადებულ ადამიანს უარს ეუბნებიან უფლებაზე, რომ ევროკავშირის სამედიცინო ექსპერტებმა მოინახულონ. საქართველო კარგავს თავის პატრიოტებსა და ოცნებას", - წერს აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში და მიხეილ სააკაშვილის ფოტოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურ რეჟიმი ერთვება.
ფიზიკური ანგარიშსწორება ეს მსუბუქი ნათქვამია, ა...
არც კი მინდა წარმოვიდგინო იმ მასშტაბური ძალადობ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
Mana press