უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლოს გამოეხმაურა.
როგროც ერმაკმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი სიმართლის, სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოა და მისი პატიმრობა ადამიანის უფლებების დარღვევაა.
"მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს. ის არის სიმართლისთვის, სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლო. მისი დაჭერა და გისოსებს მიღმა გამომწყვდევა ადამიანის უფლებების დარღვევაა", - წერს ერმაკი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურ რეჟიმი ერთვება.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press