უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდებს, უკრაინა ნატოში მიიწვიოს.
როგორც ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, საკითხზე, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში, „გადაწყვეტილების მიმღები“ ბაიდენია.
”ის მხარს უჭერს ჩვენს მომავალს ნატოში”, - თქვა უკრაინის მთავრობის მეთაურმა და დაამატა, რომ ახლა მოწვევა ჯარისკაცებისთვის დიდი მოტივატორი იქნება.
კითხვაზე, თუ რატომ არ უნდა დაელოდოს ქვეყანა მოწვევას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პასუხად აღნიშნა, რომ "ძალიან მნიშვნელოვანია", უკრაინამ მოწვევა "ახლა" მიიღოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია იმის შეგრძნება, რომ მომავალში ნამდვილად მოკავშირეების გვერდით იქნები“,- ამბობს ზელენსკი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press