Foto

ის, რომ 12 რეკომენდაციიდან შესრულდა მხოლოდ 3, მანიპულაციაა - კობახიძე

ის, რომ 12 რეკომენდაციიდან შესრულდა მხოლოდ 3, არის მანიპულაცია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ ჟურნალიტებს უთხრა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებისა და ოლივერ ვარჰეის შეფასებები რეკომენდაციების შესრულების საკითხში თავსებადია.

"ჩვენი და ოლივერ ვარჰეის შეფასებებს შორის არის თავსებადობა. რაც შეეხება, რა არის შესრულებული, რისთვის წარმოვადგინე დღეს დეტალური ანალიზი, იმისთვის კი არა, რომ 12-ზე და 3-ზე გვესაუბრა, გვესაუბრა სიღრმისეულად თუ რა შესრულდა და ყურადღებით რომ მოგესმინათ, ნახავდით, რომ 12-დან 3 არ შესრულებულა... იმისთვის წარმოგიდგინეთ სიღრმისეული ინფორმაცია, რომ ასეთი მშრალი ციფრებით არ გესაუბრათ, მაგრამ სამწუხაროდ, ისევ მშრალი ციფრებით საუბრობთ.

ევროკომისიამ წარმოადგინა 18 პუნქტი, რაც არის შესასრულებელი. იმ 18 პუნქტს თუ ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, რომ რეალურად, ხარისხობრივად რაც იყო 12 პრიორიტეტი, იმის 80% არის გაკეთებული. საიდან დასტურდება ეს? 18 პუნქტია, საიდანაც 13-14 ეხება პრაქტიკის გაუმჯობესებას. ანუ  გეუბნებიან, რომ არის კანონმდებლობა, კი ბატონო, კარგია რაც გააკეთეთ აქამდე, ახლა მიხედეთ პრაქტიკას. რაც შეეხება მედიასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ესეც პრაქტიკაა. დღემდე რაღაც არ გავაკეთეთ, ამაზე თუ არის საუბარი, არის სამი თემა - კანონმდებლობაზე გვეუბნებიან, ოღონდ კონკრეტიკა არ გვაქვს და იმიტომ ვერ გავაკეთეთ ეს სამიც. დანარჩენი რაც შეიძლებოდა დღემდე გაკეთებულიყო, ამ პრეზენტაციიდან ჩანდა, რომ ყველაფერი გავაკეთეთ",- თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან.