Foto

ევროკომისიიდან მაღალი რანგის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ევროპარლამენტარებს ყურადღებას ნუ აქცევთ - კობახიძე

ევროკომისიიდან კონკრეტული მაღალი რანგის წარმომადგენლები როცა გვხვდებიან ჩვენ, გვეუბნებიან, რომ ყურადღებას ნუ აქცევთ ევროპარლამენტარებს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი ტიპის შეხვედრები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, თუმცა მან საუბრებში მონაწილე პირების სახელები და გვარები არ დაასახელა.

"ჩვენ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული მაღალი რანგის წარმომადგენლები როდესაც გვხვდებიან ევროკომისიიდან, გვეუბნებიან, რომ ყურადღებას ნუ აქცევთ ევროპარლამენტარებს. ჩვენი პასუხი ამაზე რა არის, რომ ხალხს აუხსენით მაშინ. ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენელი. [სახელსა და გვარს] ვერ ვიტყვი დახურულ შეხვედრებზე რაზეც არის საუბარი. ევროპარლამენტარებს ნუ უსმენთ, მათი შეფასებები არ არის მნიშვნელოვანი, ნუ მიაქცევთ ყურადღებას და მათ შეფასებებს არ ექნება გავლენა კანდიდატის სტატუსზე. პირდაპირ, ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენელზეა საუბარი, ვისაც განსაკუთრებული სიტყვა ეთქმის. დახურული შეხვედრაა ვერ გამოვიტან გარეთ, მაგრამ ეს არის რასაც გვეუბნებიან. საჯაროდ მაგას ვერ იტყვიან, გამოდის, რომ როგორც თქვენ თქვით, ევროპარლამენტის მიმართ საჯაროდ ვერ დააფიქსირებენ უპატივცემულობას",- უთხრა კობახიძემ მედიის წარმომადგენლებს.