გუშინ მე რაც ვნახე, ეს არის რეზექციის რეკლამა, კუჭის ოპერაციის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ექსპრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ "აღარ უნდა კვდებოდეს".
"გახსოვთ სააკაშვილთან დაკავშირებით, 600 დღე ხომ დაგვტანჯეს, საზოგადოება დატანჯეს, ჩვენ მიჩვეული ვართ, მაგრამ საზოგადოება დატანჯეს 600 დღე სააკაშვილის თემის გარშემო, 600 დღე ვითომ სააკაშვილი კვდებოდა. საბოლოო ჯამში, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გადაწყვიტა სააკაშვილმაც, რომ აღარ უნდა კვდებოდეს ყოველ დღე. ამაში გვაცხოვრეს 600 დღე, ევროპარლამენტარებმა, ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო ამაში ჩართული.
გუშინ მე რაც ვნახე ეს არის რეზექციის რეკლამა, კუჭის ოპერაციის, ეს ერთი, მეორე, ადამიანი, ჩვენ ამბობთ ამდენი ხნის განმავლობაში, მასთან შეგნებულად შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები, საკუთარი ოჯახის წევრებს, ეს ნორმალურია?! ეს ხომ არაჯანსაღი მოვლენაა", - თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი გაიმართა.
სხდომას მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურ რეჟიმი ესწრებოდა.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press