Foto

სააკაშვილი - ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი და გაგანია ომის და ნატოს სამიტისთვის მზადების დროს მოიცალა ჩემთვის

პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი და გაგანია ომის და ნატოს სამიტისთვის მზადების დროს მოიცალა ჩემთვის,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ასევე ანდრეი ერმაკს, მიხაილო პოდოლიაკსა და დმიტრო კულებას. 

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი და გაგანია ომის და ნატოს სამიტისთვის მზადების დროს მოიცალა ჩემთვის.

როგორ შეიძლება თუნდაც ამის გამო არ გიყვარდეს უკრაინა და არ სცემდე პატივს მის პრეზიდენტს. მე ვრჩები უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ და რა თქმა უნდა გმირული ქვეყნის ამაყ მოქალაქედ.

უახლოეს დღეებში ველოდები კარგ ამბებს ფრონტიდან.

ასევე დიდი მადლობა ანდრეი ერმაკს, მიხაილო პოდოლიაკსა და დმიტრო კულებას", - წერს მიხეილ სააკაშვილი”,- წერს სააკაშვილი.

გარდა ამისა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამაყობს უკრაინის მოქალაქეობით, რომელიც ბრძოლაშია.

"მე ვამაყობ უკრაინის მოქალაქეობით, რომელიც ბრძოლაშია.

ვამაყობ, რომ ჩემი შეგნებული ცხოვრების უმეტესი ნაწილი უკრაინაში გავატარე და ვამაყობ, რომ შემიძლია უკრაინელებთან მშობლიურ ენაზე საუბარი",- წერს სააკაშვილი.