"მთავარი არხის" დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და აღნიშნავს, რომ არცერთი თავმოყვარე ქვეყანა, ამ შემთხვევაში კი უკრაინა არავის არ მისცემს შესაძლებლობას, რომ მის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს ასე მოეპყრონ.
მანვე დასძინა, რომ სააკაშვილი უნდა წავიდეს უკრაინაში, ხოლო შემდეგ რას მოიმოქმედებს "საქართველოს პოლიტიკასთან დაკავშირებით ეს არის მისი საქმე".
"უკრაინა არ მისცემს არავის სააკაშვილთან ასე მოპყრობის შესაძლებლობას, ყველამ უნდა ვიფიქროთ უკრაინასთან ჩვენს მომავალ გეგმებზე, მათ შორის იმ გეგმებზე, როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს და დაიწყება დიდი ტემპებით და დიდი რესურსებით
[ზელენსკის განცხადებას ელჩთან დაკავშირებით ] ამას გაგრძელება ექნება ცხადია, ეს დასაწყისია ყველაზე რთული ეტაპის, თქვენ იცით, რომ ელჩის ქვეყნიდან გაშვება არის დასაწყისი მძიმე ეტაპის დიპოლმატიურ ურთიერთობებში ჩვენ ახლა ვხედავთ ყველანი, ჩვენ სულ მცირე უნდა გვეყოს გონიერება და სულ მცირე პრაგმატული ხედვა სულ მცირე იმისა თუ რა გველოდება წინ და კარგი ჩვენ არაფერი არ გველოდება, რუსეთს ელოდება ძალიან ცუდი რაღაცები და თუ ჩვენ გვინდა, რომ მათ საფლავში ჩავყვეთ, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ არ გვაინტერესებს სახელმწიფო.
მიხეილ სააკაშვილი უნდა წავიდეს უკრაინაში საქართველოს პოლიტიკასთან დაკავშირებით ის რას გააკეთებს ეს არის მისი საქმე", - განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, გუშინ, 3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის დიპლომატიურ უწყებას დაავალა, გამოიძახოს საქართველოს ელჩი და მოსთხოვოს მას, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიევისთვის გადაცემის საკითხზე თბილისთან კონსულტაციების გამართვის მიზნით, ქვეყანა 48 საათის განმავლობაში დატოვოს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press