ჩინეთმა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.
ვიზიტის გაუქმების ოფიციალურ მიზეზად თარიღები სახელდება, თუმცა დამატებითი დეტალები უცნობია.
"სამწუხაროდ, ჩვენმა ჩინელმა კოლეგებმა გვაცნობეს, რომ დაგეგმილი თარიღები მომავალ კვირაში აღარ არის შესაძლებელი და ჩვენ ახლა უნდა ვეძებოთ ალტერნატივა", - განაცხადა ევროკავშირის სპიკერმა, ნაბილა მასრალიმ.
ცნობისთვის, ჯოზეფ ბორელი პეკინში 10 ივლისს უნდა ჩასულიყო, რათა ჩინელ კოლეგასთან ერთად "სტრატეგიული საკითხები" განეხილა, მათ შორის ადამიანის უფლებები და რუსეთის ომი უკრაინაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press