ნატოს სამიტისთვის მზადების შესახებ ძალიან კარგი საუბარი მქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვილნიუსში ალიანსის წევრები გადაწყვეტენ, რომ გაზარდონ მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში, ასევე განაახლონ პოლიტიკური კავშირები და დააახლოვონ უკრაინა ნატოსთან.
„ძალიან კარგი საუბარი პრეზიდენტ ზელენსკისთან უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და ნატო-ს სამიტისთვის მზადების შესახებ“, - წერს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ნატოს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press