ხალხს უნდა ევროპაში, ამიტომ მნიშვენლოვანია, რომ პროდასავლური და პროქართული პარტიები რუსული პარტიის წინააღმდეგ გაერთიანდნენ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებებთან ნებისმიერ ფორმატში სათანამშრომლოდ მზად არის, იმისთვის, რომ "ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმი დამარცხდეს".
“ჩვენ ზოგადად ღია ვართ ამ მიმართულებით, რომ თანამშრომლობა იყოს, მეტიც, ინიციატორებიც ვართ, ვიყავით, ვიქნებით, ჩვენ არ გვახასიათებს პირადი წყენების გამო ვინმესთან ურთიერთობის გაფუჭება, ამიტომ ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ამ ქვეყნის მთავარი საფრთხე არის ამ ქვეყნის რუსეთიზაცია, ჩვენ გინდა ევროპაში, ხალხს უნდა ევროპაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ იდეის გარშემო, რასაც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი ჰქვია, პროდასავლური, პროქართული პარტიები გაერთიანდნენ რუსული პარტიის წინააღმდეგ.
ჩვენ ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ სათანამშრომლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებებთან იმისთვის, რომ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press