უკრაინული ძალები ომში ჯერჯერობით ძალიან ზუსტად და კარგად ორგანიზებულად მოქმედებენ,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში, რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან, მარსელ ჩოლაკუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შოლცის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალები ოპერაციებს „ძალიან მიზანმიმართულად“ გეგმავენ.
"გერმანიამ შექმნა პირობები უკრაინის ხანგრძლივად მხარდასაჭერად, თუ ომი დიდხანს გაგრძელდება. ბევრი ქვეყანა შეძლებს მხარი დაუჭიროს კიევს ერთი, ორი, სამი და თუ საჭირო იქნება, მეტი წელი, რადგან ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება სამხედრო კონფლიქტი",- თქვა გერმანიის კანცლერმა.
ამასთან, შოლცმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანამ ომი გრძელდება, უკრაინა ვერ შეძლებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (ნატო) გაწევრიანებას, რადგან წევრობის კრიტერიუმები მოიცავს „სასაღვრო კონფლიქტების არარსებობას“.
კანცლერმა ხაზი გაუსვა ასევე „ნატოს მხრიდან უკრაინის დიდი პრაქტიკული მხარდაჭერის“ მნიშვნელობას, რაც მისი თქმით, მომავალშიც გაგრძელდება.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press