Foto

სირსკი - ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალები პროგრესირებენ, ოკუპანტების მნიშვნელოვანი რაოდენობა განადგურებულია

ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალები პროგრესირებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელებმა ბახმუტის ჩრდილოეთ მისადგომებზე დაიკავეს რამდენიმე ტერიტორია და ოკუპანტების მნიშვნელოვანი რაოდენობა გაანადგურეს.

"ბახმუტის მიმართულება. თავდაცვის ძალები პროგრესირებენ. მე-10 ედელვაისის ბრიგადის თავდასხმის ქვედანაყოფები უტევენ რუსეთის პოზიციებს ბახმუტის ჩრდილოეთ მისადგომებზე. რამდენიმე ტერიტორია დაიბრუნეს და მტრის ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი რაოდენობა გაანადგურეს", - განაცხადა სირსკიმ.