Foto

იტალიის პრემიერი - ჩვენ ვერ მივიღებთ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მის შესაჩერებლად ყველაფერს გავაკეთებთ

ჩვენ ვერ მივიღებთ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მის შესაჩერებლად ყველაფერს გავაკეთებთ, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინამ უსაფრთხოების რეალური გარანტიები უნდა მიიღოს.

„კრიზისის დროს ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები. დაწყებული უკრაინიდან, რაზეც იტალიის და პოლონეთის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ ვერ მივიღებთ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ყველაფერს გავაკეთებთ მის შესაჩერებლად.

უკრაინამ უსაფრთხოების რეალური გარანტიები უნდა მიიღოს. უფრო მეტიც, კონფლიქტს თან ახლავს შედეგების დომინო, რასაც ევროპამ უნდა უპასუხოს“, - განაცხადა მელონიმ.