საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შესახებ წერილს სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ნიკა გვარამიას პატიმრობით ქართული მედიასივრცე, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება დაზარალდა და იმედს იტოვებს, რომ აღნიშნული სიტუაცია მისი თავისუფლების შემდეგ გამოსწორდება.
"ძალიან გამიხარდა გუშინ ნიკა გვარამიას ნახვა. ძალიან კარგ პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ფორმაშია. მშვენივრად ახსნა ოლიგარქის ტყუილი, რომ თურმე სტრასბურგს უთქვამს, რომ მე ჯანმრთელი ვარ და რა თქმა უნდა მსგავსი არაფერი მომხდარა.
საერთოდ მისი პატიმრობით დაზარალდა არამხოლოდ ჩემი სამართლებრივი დაცვა, არამედ ქართული მედიასივრცე, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება. იმედია ყველაფერი ანაზღაურდება.
დიდი მადლობა ყველას ვინც გუშინ მოვიდა ვივამედთან. მე მაძლიერებს თქვენი თანადგომა, გვახსოვდეს, რომ ჩვენ მხარს გვიჭერს უმრავლესობა საქართველოში და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის გამოკლებით", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press