უკრაინის ქალაქ ლვოვში რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 30-ს აჭარბებს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრზე, იგორ კლიმენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც კლიმენკომ Telegram-ზე დაწერა, მაშველებმა თავდასხმისას დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის ნაანგრევებიდან 7 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ნანგრევების ქვეშ მეტი ადამიანი იყოს მოყოლილი.
ლვოვის მერი ანდრეი სადოვიი, რომელმაც ქალაქზე თავდასხმას, ომის დაწყების შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უწოდა, აცხადებს, რომ ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.
სარაკეტო იერიშს უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც თქვა, რომ "რუსი ტერორისტების მიერ ღამით განხორციელებულ შეტევას შესაბამისი პასუხი გაეცემა".
ცნობისთვის, რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ქალაქ ლვოვზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს, ბოლო მონაცემებით, 4 ადამიანი ემსხვერპლა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press