დავუმარცვლავ ირაკლი კობახიძეს - უკრაინა არასდროს სთავაზობდა საქართველოს, გაეხსნა მეორე ფრონტი,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
პოდოლიაკის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, დაბრუნებულიყო საქართველოში, იყო მისი პირადი სურვილი და ამას "მეორე ფრონტის" გახსნასთან კავშირი არ აქვს.
"მე მინდა, რომ ნათლად და კონკრეტულად იყოს ნათქვამი - "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული სუბიექტები, იგივე ირაკლი კობახიძე რასაც აცხადებს, ეს არის პირდაპირი ტყუილი - არასდროს ყოფილა უკრაინის ხელისუფლება დაინტერესებული, რომ საქართველოს გაეხსნა. მე-2, მე-3 თუ მე-10 ფრონტი. მე დავმარცვლავ კობახიძისთვის - არ არის ტყუილი საჭირო. ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, უკრაინა არასდროს სთავაზობდა საქართველოს, გაეხსნა მეორე ფრონტი.
მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, დაბრუნებულიყო საქართველოში, იყო მისი პირადი სურვილი, დაბრუნებულიყო ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში. არავითარი სცენარი არ დამუშავებულა, რომ სააკაშვილი დაბრუნდებოდა საქართველოში და გაიხსნებოდა მეორე ფრონტი, ასეთი გეგმა არ ყოფილა",- განაცხადა პოდოლიაკმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.
ცნობისთვის, გუშინ, 5 ივლისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს "მეორე ფრონტის" გახსნისკენ მოუწოდებდა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press