Foto

არახამია კობახიძეს - შენნაირი კოლაბორანტების დამსახურებით დავკარგე სახლი ჩემს სამშობლოში

შენნაირი კოლაბორანტების დამსახურებით დავკარგე სახლი ჩემს სამშობლოში,- ასე ეხმაურება პარტია ''ხალხის მსახურის'' ლიდერი დავით არახამია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

არახამიას თქმით, "მოვა დრო და ქვეყანა გაიგებს, რომ ირაკლი კობახიძე საქართველოს პოლიტიკური ინტერესების პლატფორმად იყენებს".

"რაც შეეხება არახამიას, მას არ აქვს სამშობლო"... პასუხი კობახიძეს - შენნაირი კოლაბორანტების დამსახურებით დავკარგე სახლი ჩემს სამშობლოში. მოვა დრო და ქვეყანა გაიგებს, რომ საქართველოს პოლიტიკური ინტერესების პლატფორმად იყენებ და სინამდვილეში რუსეთია შენი სამშობლო, სადაც გაქცევა მოგიწევს, რადგან სხვაგან არსად მიგიღებენ.

შენნაირებისგან გათავისუფლებით იზეიმებს საქართველოც და უკრაინაც მტერზე გამარჯვებას, რასაც როგორც ხედავ, წარმატებით ვახერხებთ",- წერს არახამია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტია ''ხალხის მსახურის'' ლიდერს, დავით არახამიას "არ აქვს სამშობლო და ეს კაცი ვერ იქნება ვერანაირად ღირებული".