უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარეთში ჩავიდა.
უკრაინული მედიის ცნობით, მთავრობის მეთაური ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტ რუმენ რადევს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი დენკოვსა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება.
ზელენსკის განცხადებით, განსახილველ საკითხებს შორისაა მხარდაჭერა თავდაცვის სფეროში, უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ნატოს მოახლოებული სამიტი, უსაფრთხოების გარანტიები და უკრაინის სამშვიდობო ფორმულის განხორციელება.
აღსანიშნავია, რომ ომის დაწყების შემდეგ, ეს ბულგარეთში უკრაინის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press