როცა ხელისუფლების დაორგანიზებით ხდება მსგავსი ქმედებები ასე ღიად და უტიფრად, ეს არის პირდაპირი გზა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამხობისკენ,- ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია საგარეჯოში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ენმ-ის მიერ ორგანიზებული შეხვედრას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ბოკერიას განცხადებით, "ივანიშვილის რეჟიმი არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებსა და თავისუფალ მედიას, არამედ საზოგადოების მშვიდობას უპირისპირდება".
„ეს ყველაფერი ჩვენს სახელმწიფოს უთხრის ძირს იმიტომ, რომ როცა ხელისუფლების მხრიდან დაორგანიზებული მსგავსი ქმედებები ხდება ღიად და უტიფრად, ეს არის პირდაპირი გზა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამხობისკენ. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ეროვნული ამოცანა ამ რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლა“,- აცხადებს გიგა ბოკერია.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press