საქართველო აღქმულია ჩვენთვის როგორც ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, ირიბად თუ პირდაპირ, რუსეთს მისცეს საშუალება, გააგრძელოს ომი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ეძებს გზებს, რათა რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმაროს.
„საქართველო აღქმულია ჩვენთვის როგორც ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, ირიბად თუ პირდაპირ, რუსეთს მისცეს საშუალება, გააგრძელოს ომი. საქართველოს ხელისუფლება ასე თუ ისე ეძებს გზებს დაეხმაროს რუსეთს, რათა სანქციებს გვერდი აუაროს. თუ საჭირო იქნება, ამის იურიდიულ მტკიცებულებებსაც წარმოვადგენთ ანალიტიკური ინფორმაციის სახით, რომელსაც ჩვენი სადაზვერვო ორგანიზაციები გვაწვდიან. ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს", - განაცხადა პოდოლიაკმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press