როცა საქმე ეხება ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმას, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთსა და ბელარუსში ვხედავთ დიქტატურის ქვეშ ამგვარ ქცევებს, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საგარეჯოში მიმდინარე მოვლენებს, სადაც ენმ-ის წევრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც იუკნეიჩიენე აღნიშნავს, ქვეყანაში შექმნილი ვითარება სიძულვილის ენის დამსახურებაა, რომელიც მისივე თქმით, განსაკუთრებით მმართველი პარტიიდან მოდის.
"ნაჩვენებია ის, რასაც პრინციპში ჩვენ განვიხილავთ როგორც ევროპარლამენტში, ასევე რაც გაჟღერდა ევროკომისიის მიერ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების ფარგლებში, სწორედ იმ საკითხებზე, რაც ეხებოდა პოლარიზაციას. პოლარიზაციას პოლიტიკურ სისტემაში, სიძულვილის ენას, განსაკუთრებით მმართველი პარტიის მხრიდან, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში ამჟამინდელ სიტუაციაზე და ეს არის შედეგი ამგვარი ვითარებისა. ეს არ არის კარგი, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, როცა საქმე ეხება ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმას, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთსა და ბელარუსში ვხედავთ დიქტატურის ქვეშ ამგვარ ქცევებს", - განაცხადა იუკნევიჩიენემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.
ცნობისთვის, დღეს საგარეჯოში, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავდა, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press