Foto

პესკოვი - ჩვენ არ ვაკვირდებით პრიგოჟინის გადაადგილებას, ამის არც შესაძლებლობა გვაქვს და არც სურვილი

ჩვენ არ ვაკვირდებით პრიგოჟინის გადაადგილებას, ამის არც შესაძლებლობა გვაქვს და არც სურვილი, - ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებას, რომლის თანახმადაც, კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელი სანქ-პეტერბურგში იმყოფება.

პესკოვმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 23-24 ივნისის ამბოხის შეწყვეტის ერთ-ერთი პირობა, როგორც კრემლის, ასევე ოფიციალური მინსკის მხრიდან იყო, რომ ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში უნდა გამგზავრებულიყო.

„თქვენ გახსოვთ, რა განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა ლუკაშენკომ. ჩვენც გავავრცელეთ განცხადება. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ აქტუალურია. ახალს ვერაფერს დავამატებ“, - აღნიშნა პესკოვმა.