ჩვენ არ ვაკვირდებით პრიგოჟინის გადაადგილებას, ამის არც შესაძლებლობა გვაქვს და არც სურვილი, - ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებას, რომლის თანახმადაც, კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელი სანქ-პეტერბურგში იმყოფება.
პესკოვმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 23-24 ივნისის ამბოხის შეწყვეტის ერთ-ერთი პირობა, როგორც კრემლის, ასევე ოფიციალური მინსკის მხრიდან იყო, რომ ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში უნდა გამგზავრებულიყო.
„თქვენ გახსოვთ, რა განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა ლუკაშენკომ. ჩვენც გავავრცელეთ განცხადება. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ აქტუალურია. ახალს ვერაფერს დავამატებ“, - აღნიშნა პესკოვმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press