საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერი, პიტერ სტანო რუსეთის მხრიდან ქალაქ ლვოვზე თავდასხმას გამოეხმაურა.
როგორც სტანო აღნიშნავს, რუსეთი განზრახ უმიზნებს უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას, რაც ომის დანაშაულია და დასძენს, რომ მომხდარის გამო რუსეთი პასუხს აგებს.
„ლვოვზე რუსეთის თავდასხმა კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ პუტინი განზრახ უმიზნებს უკრაინელ ხალხს. მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე განზრახ დამიზნება ომის დანაშაულია. რუსეთი პასუხს აგებს“, - განაცხადა პიტერ სტანომ.
ცნობისთვის, რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ქალაქ ლვოვზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს, ბოლო მონაცემებით, 4 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 30 დაშავდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press