Foto

სტოლტენბერგი - დროა შვედეთი ალიანსს შეუერთდეს

შვედეთის ნატოში გაწევრიანება მალე შედგება, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, შვედეთის ალიანსში გაწევრიანების დადებითი გადაწყვეტილება შესაძლოა ვილნიუსში ნატოს სამიტს მოჰყვეს.

„დროა შვედეთი შეუერთდეს ალიანსს. შესაძლოა, დადებითი გადაწყვეტილება ვილნიუსში ალიანსის სამიტს მოჰყვეს“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ მოთმინებით ელოდება შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას და მას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.