საქართველო პირნათელია უკრაინის წინაშე, ხოლო უკრაინის ხელისუფლება არ იყო პირნათელი ქართველი ხალხის წინაშე არა მხოლოდ ახლა, არამედ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილს იფარებდა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, უკრაინა არასწორად მოიქცა საქართველოდან ელჩის გაწვევის შემთხვევაშიც და ახლაც, როცა უკრაინაში საქართველოს ელჩი კიევიდან "ფაქტობრივად, გამოაძევა".
"უკრაინის ხელისუფლებაა ის, ვინც არასწორად იქცევა. უკრაინის ხელისუფლებაა ის, რომელმაც საქართველოდან გაიწვია ელჩი მაშინ, როდესაც ბელარუსშიც კი ჰყავდა ელჩი დატოვებული. უკრაინის ხელისუფლებაა ის, რომელმაც საქართველოს ელჩი, ფაქტობრივად, გამოაძევა უკრაინიდან. ელჩი, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც კიევში დარჩა, არ შეუშინდა რუსულ ბომბებს, დარჩა კიევში მაშინ, როდესაც აშშ-ის, გერმანიის ელჩებმა დატოვეს კიევი, საქართველოს ელჩი იქ იყო ბოლო წუთამდე...
ქვეყნებს შორის ურთიერთობა კაპრიზებს არ ეფუძნება და ეს არის კაპრიზი, როდესაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის დამნაშავეა და მის მიმართ მოპყრობა არის სათანადო, მაინც ხდება ყალბი მიზეზით გადაყვანის მოთხოვნა...
საქართველო პირნათელია უკრაინის წინაშე. პირნათელი არის ახლაც, იყო მაშინ, როდესაც ომი დაიწყო. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო, საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხი იყო პირნათელი უკრაინის წინაშე, ხოლო უკრაინის ხელისუფლება არ იყო პირნათელი ქართველი ხალხის წინაშე არა მხოლოდ ახლა, არამედ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილს იფარებდა, ზურაბ ადეიშვილს იფარებდა; მაშინ, როდესაც გია ლორთქიფანიძე, რომელმაც შემოაპარა სააკაშვილი აქ, რომ ქვეყანა აერია, აი, ეს ადამიანი დღეს არის უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე",- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.
პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინის გადაწყვეტილებების მიუხედავად, საქართველოს მხარდაჭერა ომში მყოფი ქვეყნის მიმართ არ შესუსტდება.
"ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმების წინაშე. ეს არის ის მეგობრობა, რომელსაც საქართველო ყოველთვის აჩვენებდა უკრაინას, განსაკუთრებით ამ მძიმე წუთებში, რომელიც უკრაინას აქვს მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი.
სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ნაწილმა სხვა გზა აირჩია - არა მეგობრობის, დაფასებისა და მეგობრობის ჩვენების გზა, არამედ აირჩია გზა გარკვეული წინააღმდეგობის, როდესაც ერთ ადამიანებზე კიდებენ ერების ურთიერთობას თავისი გადმოსახედიდან, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა და უპირველესად უკრაინის ხელისუფლებას არ წაადგება.
ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, თავად უკრაინისთვისაა დამაზიანებელი. ვინაიდან პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებაშივე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დაყენებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. უკრაინას რუსეთთან არა მხოლოდ სამხედრო ომი აქვს მოსაგები, არამედ სამართლებრივი ომი აქვს მოსაგები სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოში. უკრაინის ხელისუფლების მხრიდან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება დააზიანებს თავად უკრაინის ხელისუფლების დამაჯერებლობას. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შესუსტდება, როგორც აქამდე ვუჭერდით მხარს, ისე დავუჭერთ",- თქვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, 3 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის დიპლომატიურ უწყებას დაავალა, გამოიძახოს საქართველოს ელჩი და მოსთხოვოს მას, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიევისთვის გადაცემის საკითხზე თბილისთან კონსულტაციების გამართვის მიზნით, ქვეყანა 48 საათის განმავლობაში დატოვოს.
აღნიშნულის შემდეგ, 4 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარების გამო მკაცრი პროტესტი გამოხატეს.
განცხადების თანახმად, უკრაინის დიპლომატიურმა უწყებამ ზაქარაშვილს შესთავაზა თბილისში დაბრუნება კონსულტაციების გასავლელად და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად.
ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი გუშინ, 6 ივლისს დატოვა.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press