Foto

სტოლტენბერგი - ვილნიუსის სამიტზე ალიანსის ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება

ვილნიუსის სამიტზე ალიანსის ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგი მოელის, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან „პაკეტზე - სამი ელემენტისგან, რომელიც უკრაინის ნატოსთან დაახლოებას შეუწყობს ხელს“.

"პირველი ელემენტი მოიცავს მრავალწლიანი დახმარების პროგრამას უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ნატოს შორის სრული თავსებადობის უზრუნველსაყოფად. მეორე ელემენტი გააუმჯობესებს პოლიტიკურ კავშირებს ნატო-უკრაინის საბჭოს შექმნით, ხოლო რაც შეეხება მესამე ელემენტს, მოველით, რომ ჩვენი ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.