Foto

პაველი - ჩეხეთის ინტერესებშია, რომ უკრაინამ ომის დამთავრებისთანავე ნატოში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს

ჩეხეთის ინტერესებშია, რომ უკრაინამ ომის დამთავრებისთანავე დაიწყოს მოლაპარაკებები ნატოში გაწევრიანების შესახებ, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.

როგორც პაველმა აღნიშნა, უკრაინის ნატოში გაწევრიანება უსაფრთხოების რეგიონების სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებში შედის.

"ჩეხეთის ინტერესებშია, რომ უკრაინამ ომის დამთავრებისთანავე დაიწყოს მოლაპარაკებები ნატოში გაწევრიანების შესახებ, რადგან ეს ჩვენი უსაფრთხოების რეგიონების სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებშია. ამავდროულად, უკრაინის პოზიცია გაძლიერდება იმით, რომ სამიტზე ნატო-უკრაინის საბჭო გამართავს გაცნობითი ხასიათის შეხვედრას, სადაც უკრაინა ნატოს ქვეყნებთან თანასწორი პოზიციით წარსდგება და ნატო-უკრაინას შორის კომუნიკაციის დონე გაიზრდება. ამგვარად, ნატოსა და უკრაინის ურთიერთობა სრულიად განსხვავებულ დონეზე გადავა", - განაცხადა პაველმა.